ეს სოუსი ჩიზქეიქისთვის მოვამზადე. ძალიან მარტივია, ცოტა შაქარი აქვს, ამიტომ ხილის არომატი არ იკარგება. ძალიან მოუხდება ბევრ დესერტს, განსაკუთრებულ გემოს შესძენს მათ.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 1 1/2 ჩ.ჭ. ჟოლო
- 1 1/2 ჩ.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1/3 ჩ.ჭ. ცივი წყალი
მომზადება:
- ფქვილი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ.
- შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, ბოლოს კი ჟოლო.
- დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. ადუღეთ 5 წუთი.
- მომზადებული სოუსი გაწურეთ, რათა წვრილი წიპწები მოშორდეს. სოუსი მზადაა.
No comments:
Post a Comment