Showing posts with label თევზის კერძები. Show all posts
Showing posts with label თევზის კერძები. Show all posts

2016-05-18

თევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადში

უმეტეს შემთხვევაში თევზს ისე წვავენ, რომ ის შრება და კარგი გემოც იკარგება. იმისათვის, რომ თევზი მომზადების შემდეგ არ გამოშრეს, დარჩეს ნოტიო და გახდეს უფრო არომატული რამდენიმე საათით დაამარინადეთ. მარინადის მომზადებას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, თევზი კი ბევრად გემრიელი გამოდის. მე და დედამ ერთი და იგივე თევზი შევწვით, მე ჯერ მარინადში გავაჩერე, მან კი პირდაპირ შეწვა ფქვილში ამოვლებული. თევზს მარილიც დაამატა, ამიტომ გამოშრა. მე რადგან მარინადისთვის სოიოს სოუსი გამოვიყენე შეწვისას მარილი აღარ დამიმატებია, რადგან სიოიოს სოუსი ისედაც მარილიანია. ასე შემწვარი თევზი სრულიად განსხვავებული გამოვიდა და ვერც იფიქრებდით, რომ ორივე ხეკი იყო. თუ ერთხელ სცდით  ასე შეწვას, აუცილებლად იტყვით უარს გამომშრალ, არომატდაკარგულ თევზზე.


2015-12-31

გამომცხვარი კალმახი ლიმონითა და მწვანილებით

     გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.            
       ახალ წელს ლამაზი და ორიგინალური კერძები უხდება და, რა თქმა უნდა, გემრიელი. ასე გამომცხვარი კერძი ზუსტად შეეფერება საახალწლო სუფრას. საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. თევზი გამოდის წვნიანი და არომატული. მწვანილი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აარჩიოთ. 


2015-01-12

კრაბის სალათი

ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სალათი. მომწონს, როგორს მისი გემო, ასევე ვიზუალი... საახწლოდ მოვამზადე და ყველას მოწონება დაიმსახურა და პირველიც ეს გაქრა მაცივრიდან :D მოკლედ, თუ ხართ ზღვის პროდუქტების, კერძოდ კი, კრაბის მოყვარული, ეს სალათი თქვენთვისაა. ის არა მარტო  შესანიშნავი გემოთი მოგხიბლავთ, არამედ მომზადების სიმარტივითაც. თუ დაინტერესდით, განაგრძეთ კითხვა. ))


2015-01-06

გამომცხვარი ორაგული ლიმონითა და მწვანილებით

პირველად მოვამზადე თევზი და შესაბამისად ბლოგსაც ახალი კატეგორია დაემატა "თევზის კერძები". მიხარია, რომ პირველმა მცდელობამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ჩემს სახლში თევზი ან იწვებოდა ან იხარშებოდა, აირღუმელში გამოცხობა არასდროს უცდიათ. მე მინდოდა ცოტა განსხვავებული კერძი გამეკეთებინა, თანაც "ფერადი", რათა საახალწლო სუფრას მოხდენოდა. ვფიქრობ გამომივიდა. ვიზუალიც და გემოც შესანიშნავია. გირჩევთ მოამზადოთ :)