2016-05-18

თევზი ჯინჯერისა და სოიოს სოუსის მარინადში

უმეტეს შემთხვევაში თევზს ისე წვავენ, რომ ის შრება და კარგი გემოც იკარგება. იმისათვის, რომ თევზი მომზადების შემდეგ არ გამოშრეს, დარჩეს ნოტიო და გახდეს უფრო არომატული რამდენიმე საათით დაამარინადეთ. მარინადის მომზადებას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, თევზი კი ბევრად გემრიელი გამოდის. მე და დედამ ერთი და იგივე თევზი შევწვით, მე ჯერ მარინადში გავაჩერე, მან კი პირდაპირ შეწვა ფქვილში ამოვლებული. თევზს მარილიც დაამატა, ამიტომ გამოშრა. მე რადგან მარინადისთვის სოიოს სოუსი გამოვიყენე შეწვისას მარილი აღარ დამიმატებია, რადგან სიოიოს სოუსი ისედაც მარილიანია. ასე შემწვარი თევზი სრულიად განსხვავებული გამოვიდა და ვერც იფიქრებდით, რომ ორივე ხეკი იყო. თუ ერთხელ სცდით  ასე შეწვას, აუცილებლად იტყვით უარს გამომშრალ, არომატდაკარგულ თევზზე.




როგორც შესავალში აღვნიშნე მე თევზი ხეკი გამოვიყენე, თუმცა თქვენ ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ რეცეპტში მთავარი მარინადის მომზადების წესია.

1 საშუალო ზომის თევზისთვსის დაგჭირდებათ:

  • 1/3 ჩ.ჭ. სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
  • 4 ს.კ. წყალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • პილპილი გემოვნებით (მე პილპილის ასორტი გამოვიყენე)
  • 1 ჩ.კ.დაფქული ჯინჯერი
  • 1 ს.კ. შაქარი
+ ზეთი შესაწვავად.


ყველა ეს ინგრედიენტი თასში აურიეთ, შემდეგ კი წინასწარ გარეცხილი, დაჭრილი თევზის ნაჭრები ჩააწყეთ. 3-4 საათი ასე გააჩერეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივ ზეთში შეწვით.

No comments:

Post a Comment