2016-05-06

შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი

დიდი მარხვის შემდეგ პირველ რეცეპტს ვაქვეყნებ. ძალიან გემრიელი და განსხვავებული გემოს მქონე ნამცხვარია. რა თქმა უნდა, ტკბილია, მაგრამ ამას თან ახლავს კაკაოს ოდნავ მომწარო გემო და არომატი. ბისკვიტი ნოტიოა, ისიც კაკაოსა და ყავის არაჩვეულებრივი არომატით.  მომზადება მარტივია, განსაკუთრებით ბისკვიტის. ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ და რეცეპტს გაეცნობით.



დაგჭირდებათ:

      ბისკვიტისთვის:

  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. რძე
  • 1 ჩ.ჭ. ცხელი ყავა
  • 100 გ. გამდნარი კარაქი
  • 2 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/2 ჩ.ჭ. კაკაო
  • 1 1/2 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ჩ.ჭ. შაქარი
კრემისთვის:
  • 500 მლ. რძე
  • 1/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/3 ჩ.ჭ. კაკაო
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ. ყავა
  • 1 მოხარშული შესქელებული რძე
  • 170 გ. დარბილებული კარაქი
მომზადება:
  • კვერცხი, რძე, ყავა და გამდნარი კარაქი ერთად ათქვიფეთ.
  • ცალკე თასში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა, ვანილი, დაამატეთ შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ. 
  • მშრალ ინგრედიენტებში ჩაასხით კვერცხიანი მასა და ხელის სათქვეფით შეურიეთ. მიიღებთ თხელ, დასასხმელ ცომს. 
  • ცომის ნახევარი გადაიტანეთ ცხიმ წასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. დასჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. ცომის მეორე ნაწილიც ასე გამოაცხეთ.
  • კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩაცერით ფქვილი და კაკაო, დაამატეთ ყავა და შაქარი, აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით რძე და თან ხელის სათქვეფით შეურიეთ, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ სანამ არ შესქელდება და წამოდუღდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  • კარაქი კარგად გათქვიფეთ, როცა გათეთრდება ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული შესქელებული რძე. მიღებულ კრემს დაუმატეთ ვანილი, შემდეგ კი მოხარშული კაკაოს კრემი კოვზით შეურიეთ. 
  • გაციებულ ფირფიტებს წაუსვით კრემი. ნამცხვარს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

No comments:

Post a Comment