2014-12-20

სოკოსა და კარტოფილის სალათა

შობის მარხვის დღეებია და ალბათ ხშირად გიწევთ ფიქრი იმაზე თუ რა მოამზადოთ. დღეს გასწავლით ძალიან მარტივ სალათს, რომელიც საახალწლო სუფრასაც დაამშვენებს. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მისი მომზადება. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ კითხვას განაგრძობთ და რეცეპტს გაეცნობით. 

ინგრედიენტები:

7-8 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
400 გ, ქამა სოკო
2 ხახვი
მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
1 ჩ.კ.უცხო სუნელი
ზეთი

მომზადება:
  • კარტოფილი გათალეთ, დაჭერით დიდი ზომის ნაჭრებად,მოაყარეთ მარილი და შეწვით. 
  • სოკო გაასუფთავეთ და სასურველ ზომებად დაწერით.
  • ხახვი წვრილად დაჭერით.
  • გააცხელეთ ტაფა, მოახსით ზეთი და ხახვი მოშუშეთ, ცოტა შაქარიც დაუმატეთ (ხახვი რომ მალე კარამელიზდეს) შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და ერთად მოშუშეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და უცხო სუნელი. კარგად ამოურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. 
  • კარტოფილი და სოკო ერთმანეთს შეურიეთ, ან გაანაწილეთ თეფშზე ისე, როგორც ფოტოზეა.



















No comments:

Post a Comment