ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სალათი. მომწონს, როგორს მისი გემო, ასევე ვიზუალი... საახწლოდ მოვამზადე და ყველას მოწონება დაიმსახურა და პირველიც ეს გაქრა მაცივრიდან :D მოკლედ, თუ ხართ ზღვის პროდუქტების, კერძოდ კი, კრაბის მოყვარული, ეს სალათი თქვენთვისაა. ის არა მარტო შესანიშნავი გემოთი მოგხიბლავთ, არამედ მომზადების სიმარტივითაც. თუ დაინტერესდით, განაგრძეთ კითხვა. ))
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
- 2 ჩ.ჭ. ბრინჯი
- 1 შეკვრა კრაბის ჩხილები
- 350 გ. სიმინდის მარცვლები (მოხარშული)
- 1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
- 1/2 კონა ოხრახუში და ამდენივე კამა
- 250 მლ. მაიონეზი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ბრინჯი 4 ჭიქა მარილიან წყალში მოხარშეთ, შეეცადეთ არ ჩაგიფლავდეთ. გადაუწურეთ წყალი და მოზრდილ ჯამში გადაიტანეთ, სადაც დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატებთ.
- კრაბის ჩხირები და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად.
- ოხრახუში და კამა წვრილად დაჭერით.
- ბრინჯს დაუმატეთ დაჭრილი კრაბი, მწვანილები, სიმინდის მარცვლები,ბულგარული წიწაკა, მაიონეზი, მარილი და პილპილი. აურიეთ და სალათიც მზადაა.
ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი.
No comments:
Post a Comment