Pages

2016-06-24

ჟოლოს სოუსი დესერტებისთვის

        ეს სოუსი ჩიზქეიქისთვის მოვამზადე. ძალიან მარტივია, ცოტა შაქარი აქვს, ამიტომ ხილის არომატი არ იკარგება. ძალიან მოუხდება ბევრ დესერტს, განსაკუთრებულ გემოს შესძენს მათ.


დაგჭირდებათ:

  • 1 1/2 ჩ.ჭ. ჟოლო
  • 1 1/2 ჩ.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/3 ჩ.ჭ. ცივი წყალი
მომზადება:
  • ფქვილი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ.
  • შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, ბოლოს კი ჟოლო.
  • დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. ადუღეთ 5 წუთი.
  • მომზადებული სოუსი გაწურეთ, რათა წვრილი წიპწები მოშორდეს. სოუსი მზადაა.

No comments:

Post a Comment