ჩიზქეიქის წარმოშობა ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ბერძენ ექიმს დაუწერია წიგნი "ჩიზქეიქის მომზადების ხელოვნება". თანამედროვე რეცეცპტი პირველად აღმოაჩინეს 1390 წლის ინგლისურ კულინარიულ წიგნში. ჩიზქეიქის მომზადების ორი ვერსია არსებობს - გამომცხვარი შიგთავსით და გამოუცხობი. დღეს პირველ ვარიანტს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
- 210 გ. ორცხობილა
- 100 გ. გამდნარი კარაქი/მარგარინი
- 4 ს.კ. შაქარი
შიგთავსისთვის:
- 750 გ. ხაჭო
- 300 გ. ჟოლოს იოგურტი
- 3 ს.კ. თაფლი
- 3 კვერცხი
- 3 ჩ.კ. ფქვილი
- 1 პაკეტი ვანილინი
+ ჟოლოს სოუსი. რეცეპტი იხილეთ აქ.
მომზადება:
- ორცხობილები სამზარეულოს კომბაინში დაფქვით, დაუმატეთ შაქარი და გამდნარი კარაქი. აურიეთ და შემდეგ 28 სმ. დიამეტრის ფორმაში გაანაწილეთ.
- შიგთავსის მოსამზადებლად კომბაინში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, მოასხით სოუსი. ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობა, რომ ასეთი ეფექტი მიიღოთ.
- გამოაცხეთ 175 გრადუსზე 1 საათი. გააციეთ და ისე მიირთვით.
No comments:
Post a Comment