2013-12-02

Chocolate Chip Cookies (მე-2 ვარიანტი)

ძალიან მარტივი და გემრიელი ამერიკული ორცხობილები (პეჩენიები), რომელთა მომზადების პირველი ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. საკმაოდ სწრაფად მზადდება, ამ რეცეპტს არ სჭირდება კვერცხი.


ინგრედიენტები:
3/4 ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი
1/4 ჩ.ჭ. დარბილებული კარაქი
1/4 ჩ.ჭ. რძე
1/4 ჩ.კ. ვანილი
მწიკვი მარილი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. შოკოლადის ნატეხები

მომზადება:
კარაქი და ყავისფერი შაქარი აურიეთ ხელით. (თუ ყავისფერი შაქარი არ გაქვთ ჩვეულებრივ შაქარს გაურიეთ ცოტა კაკაო) დაამატეთ რძე და ვანილი, ურიეთ ხელის სათქვეფით. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ფქვილი, სოდა და მარილი (ცალკე ჯამში მშრალი ინგრედიენტები აურიეთ). ფორმას წაუსვით ცხიმი, აცხვეთ 170 გრადუსზე 20 წუთით ან იქამდე, როცა გვერდები ყავისფერი გახდება.




No comments:

Post a Comment