2013-11-16

შოკოლადის ნამცხვარი

დატვირთული კვირის შემდეგ, ჩემთვის სამზარეულოში ყოფნა საუკეთესო არჩევანია დასვენებისთვის :) გუშინ უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხვე, იმედი მაქვს  ფოტო მოგხიბლავთ და თქვენც ცდით :) ნამდვილად ღირს, ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არც დიდი დრო სჭირდება.


მასალა:
125 გ. დარბილებული კარაქი
250 გ. შაქარი
3 კვერცხი
1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. რძე
1/2 ჩ.ჭ. ადუღებული, ცხელი წყალი
50 გ. კაკაო
1 ჩ.კ. სოდა
ვანილი

კრემისთვის:
100 გ. კარაქი (დარბილებული)
175 გ. შაქარი
3 ს.კ. კაკაო
60 მლ. რძე
ვანილი

ფორმა 28 სმ. დიამეტრის. კარაქი ფორმისათვის.

მომზადება:
კარაქი   ავთქვიფოთ მიქსერით, როცა გათეთრდება დავამატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი, სათითაოდ. ვთქვიფოთ მიქსერით,  სანამ  ერთიან მასას არ მივიღებთ. კაკაო გავხსნათ რძისა და წყლის ნარევში. ცალკე ჯამში ავურიოთ სოდა და ფქვილი, გავცრათ. კარაქიან მასას ნაწილ-ნაწილ ვამატოთ კაკაოანი და ფქვილიანი მასა და კარგად ავურიოთ. ფორმას წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი.

კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ კაკაოსთან ერთად, შემდეგ შევათქვიფოთ შაქარი და რძე. თუ კრემი თხელია შაქარი დაამატეთ, თუ სქელი-რძე.

გაციებულ ნამცხვარს წაუსვით კრემი. ზემოდან შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელები ან შაქრის ფერადი ბურთულები მოაყაროთ.

No comments:

Post a Comment