2013-04-01

ნიგვზიანი კექსი

კექსი, რა გემრიელია და რა სწრაფად და მარტივად მზადდება :) დიდად რეცეპტები არ სჭირდება, ნახე რა გაქვს მარაგში და შენი გემოვნების მიხედვით მოამზადე. თუმცა ახალბედა დიასახლისებისთვის, თავიდან რთულია და მაინც სჭირდებათ რეცეპტების მიდევნება. დღეს კიდევ ერთ ძალიაან გემრიელ კექსს გთავაზობთ :) მე ძველებურ ბებიის ნაჩუქარ ფორმაში გამოვაცხე, არამგონია ბევრ ოჯახში მოიძებნებოდეს ასეთი ფორმა, ამიტომ რეცეპტში მასალას ჩვეულებრივი მრგვალი საცხობი ფორმისთვის დავწერ.



მასალა:
 5 კვერცხი
250 გ შაქარი
1/2 ლ მაწონი
100 გ გამდნარი კარაქი
1 ჩ.კ. სოდა; 1 ს.კ. ძმარი
25 გ კაკაო
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
3 ჭიქა ფქვილი (250 მლ-იანი)
1 ჭიქა თხლად დაჭრილი ნიგოზი

მომზადება:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ მასა ორმაგი არ გახდება. დაამატეთ მაწონი და ათქვიფეთ. სოდა ძმარში გახსენით, დაამატეთ ცომს და ათქვიფეთ. ვანილი, გამდნარი კარაქი დაამათეთ. კარგად აურიეთ. შემდეგ ჩააცერით კაკაო და ფქვილი. სულ ბოლოს დაამატეთ ნიგოზი. გააცხელეთ ღუმელი და გამოაცხეთ.


No comments:

Post a Comment