2013-04-05

ფორთოხლის სამარხვო ნამცხვარი

დღეს ძალიან გემრიელი  სამარხვო ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კრემი შეცვალოთ ჯემით. თუმცა კრემი რომელსაც რეცეპტში იხილავთ, დამიჯერეთ ძალიან გემრიელია. მომზადებული ნამცხვარი მორთეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.


მასალა:
ბისკვიტი:
350 გ ფქვილი

250 მლ ფორთოხლის წვენი
250 გ შაქარი
100 გ დარბილებული მარგარინი
1 ს.კ. სახამებელი
1 ს.კ. სამარხვო მაიონეზი
10 გ გამაფხვიერებელი ფხვნილი
2 ცალი თხლად დაჭრილი ფორთოხალი

კრემი:
200 გ სამარხვო კრემის ფხვნილი

250 მლ წყალი
85 გ შაქარი
1/3 ჭიქა ფქვილი

მომზადება:
              მარგარინი და შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ ფორთოხლის წვენი, მაიონეზი და ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ სახამებელი და ფქვილი გამაფხვიერებლი ფხვნილით. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში. 

            მანამ ბისკვიტი გამოცხვება მოვამზადოთ კრემი. ჯერ მოვამზადოთ მოხარშული კრემი. წყალში გავხსნათ შაქარი და ფქვილი და დავდგათ დაბალ ცეცლხზე, თან გამუდმებით ვურიოთ. როცა შესქელდება და ადუღებას დაიწყებს გადმოვდგათ და გავაციოთ. სამარხვო კრემის ფხვნილი ავწყათ ჭიქებით. რამდენი ჭიქაც იქნება ვასხამთ იმდენ ჭიქა წყალს (სულ ნუ გაავსებთ). ავთქვიფოთ ფხვნილი და წყალი, როდესაც კრემს მივიღებთ ნელ-ნელა შევათქვიფოთ მოხარშული გაციებული კრემი.
           გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ერთ მხარეს წავუსვათ კრემი და დავაფაროთ მეორე ფენა. ზემოდან და გვერდებზე წაუსვით კრემი და ბოლოს ფორთოხლის მორთეთ.


No comments:

Post a Comment