2013-03-27

შოკოლადის სამარხვო დესერტი

ვფიქრობ, ბლოგის მკითხველთა უმეტესობას შოკოლადი ძალიან გიყვართ და მისგან მომზადებულ დესერტებსაც სიამოვნებით მიირთმევთ. ვინც მარხვაზე ხართ რათქმაუნდა ყოველდღიურად საკუთარ თავს ვერ გაანებივრებთ მსგავსი ნუგბარით, თუმცა ხანდახან შეიძლება :) ამ უგემრიელესი რეცეპტის მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. შეგიძლიათ შოკოლადის კრემათაც გამოიყენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება წყლის მაგივრად თუ რძეს დაამატებთ.



მასალა:

1 ჩ.ჭ. წყალი
1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1/3 ჩ.ჭ. შაქარი
100 გ. შავი შოკოლადი (სამარხვო)
50 გ მარგარინი

მომზადება:
შაქარი და ფქვილი კარგად გავხსნათ წყალში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ. როცა მასა მოიხარშება და შესქელდება დავამატოთ დატეხილი შოკოლადი. როცა ჩადნება და ერთიან მასად გადაიქცევა ვურიოთ, ადუღების შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. დესერტს შევათქვიფოთ დარბილებული მარგარინი და მაცივარში გავაციოთ.

No comments:

Post a Comment