2016-06-10

ორმაგი შოკოლადის ორცხობილები

დღეს ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ. ამ  ორცხობილების გემო ყველას მოეწონა, ფერი კი დაიწუნეს.. მაგრამ, იმისათვის რომ შოკოლადის გემო მივიღოთ, დიდი რაოდენობით კაკაო გვჭირდება. ის კი გემოსთან ერთად მუქ ფერსაც აძლევს ჩვენს ორცხობილებს.. 
თუ ხართ ტკბილეულის და შოკოლადის მოყვარული, აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ. განსაკუთრებით გემრიელია თბილი, როცა შოკოლადის წვეთები ჩამდნარია ორცხობილაში.




დაგჭირდებათ:

  • 250 გ. დარბილებული კარაქი
  • 1 1/4 შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჩ.ჭ. კაკაო
  • 2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • მწიკვი მარილი
  • ვანილინი
  • 400 გ. შოკოკადის წვეთები ან ნატეხები
მომზადება:
  • კარაქი, მწიკვი მარილი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ბოლოს დაუმატეთ ვანილინიც.
  • ფქვილი, კაკაო და სოდა ცალკე თასში მოათავსეთ და ერთმანეთს შეურიეთ. 
  • ფქვილიანი მასა შეათქვიფეთ კვერცხიან მასას. 
  • ცომს ბოლოს დაუმატეთ შოკოკადის წვეთები/ნატეხები. კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
  • საცხობ ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ცომი სადილის კოვზით გაანაწილეთ. სჯობს ხელით მისცეთ ლამაზი მრგვალი ფორმები.
  • გამოაცხეთ 175 გრადუსზე, დასჭირდება 15-20 წუთი.
  • ფორმაზე გააციეთ 10 წუთი და შემდეგ გადმოიღეთ ჭურჭელზე. 

No comments:

Post a Comment