2016-04-08

შოკოლადის სამარხვო ნამცხვარი

რადგან მარხვაა, შესაბამისად აქტუალურია კატეგორია "სამარხვო", მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს კი ნამცხვრების რეცეპტები იპყრობს. ამიტომ სამარხვო კექსის მომზადების კიდევ ერთ ვარიანტს გთავაზობთ. იმედი მაქვს, ეს რეცეპტიც დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.


დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1+1/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1+1/3 ჩ.კ. სოდა
  • 2 გ. შაქრიანი ვანილი
  • 50 გ. კაკაო
  • მწიკვი მარილი
  • 450 მლ. გაზიანი წყალი
  • 150 მლ. ზეთი
მომზადება:
  • მშრალი ინგრედიენტები ერთ თასში აურიეთ, ფქვილი ჩააცერით, რათა ჟანგბადით გამდიდრდეს.
  • ნელ-ნელა დაამატეთ გაზიანი წყალი და ზეთი, თან ხელის სათქვეფით ურიეთ, რომ მასა ერთიანი გახდეს. 
  • საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 175-180 გრადუსზე. დასჭირდება 20-25 წუთი.
  • როცა ნამცხვარი გაცივდება შაქრის პუდრა მოაყარეთ.

No comments:

Post a Comment