რადგან მარხვაა, შესაბამისად აქტუალურია კატეგორია "სამარხვო", მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს კი ნამცხვრების რეცეპტები იპყრობს. ამიტომ სამარხვო კექსის მომზადების კიდევ ერთ ვარიანტს გთავაზობთ. იმედი მაქვს, ეს რეცეპტიც დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1+1/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 1+1/3 ჩ.კ. სოდა
- 2 გ. შაქრიანი ვანილი
- 50 გ. კაკაო
- მწიკვი მარილი
- 450 მლ. გაზიანი წყალი
- 150 მლ. ზეთი
მომზადება:
- მშრალი ინგრედიენტები ერთ თასში აურიეთ, ფქვილი ჩააცერით, რათა ჟანგბადით გამდიდრდეს.
- ნელ-ნელა დაამატეთ გაზიანი წყალი და ზეთი, თან ხელის სათქვეფით ურიეთ, რომ მასა ერთიანი გახდეს.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 175-180 გრადუსზე. დასჭირდება 20-25 წუთი.
- როცა ნამცხვარი გაცივდება შაქრის პუდრა მოაყარეთ.
No comments:
Post a Comment