2016-02-11

ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით

ქათმის სალათი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია. დარწმუნებული ვარ ბლოგის მკითხველებს შორისაც მრავალი აღმოჩნდება მისი მოყვარული. ამ სალათის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, რომლებიც დამატებული ინგრედიენტებით განსხვავდებიან. დღევანდელი რეცეპტი საკმაოდ მარტივია და მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტს მოითხოვს, შედეგი კი უგემრიელესი სალათია.


დაგჭირდებათ:
  • 1 კგ. ქათმის ფილე
  • 4  წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1/4 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 3/4 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 250-300 მლ. მაიონეზი
მომზადება:
  • ქათმის ფილე სიგრძეზე გაჭერით და მოხარშეთ.
  • სანამ მოიხარშება ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით.
  • ნივრის 1/4-იც წვრილად დაჭერით.
  • ტაფა გააცხელეთ, მოასხით ზეთი, ნიორი და ბულგარული წიწაკა ერთად მოთუშეთ. 5 წუთი საკმარისია. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში.
  • იმავე ტაფაში მობრაწეთ მოხარშული ქათმის ფილე. 3-3 წუთი ორივე მხარეს საკმარისი იქნება.
  • შემდეგ გააციეთ და წვრილად დაჭერით ან ხელის დაანაწევრეთ.
  • გარეცხილი მწვანილი წვრილად დაჭერით.
  • ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ ბულგარულ წიწაკას და აურიეთ. 
გემრიელად მიირთვით! <3

No comments:

Post a Comment