2016-02-02

კარტოფილის მაჭკატები

         გაგისინჯავთ "ჰაშ-ბრაუნები"? ეს მაჭკატებიც მათი მსგავსია. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. რეცეპტიც შეგიძლიათ თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების შესაბამისად შეცვალოთ, დაამატოთ ან მოაკლოთ რაიმე.


დაგჭირდებათ:

  • 800 გ, კარტოფილი
  • 100 გ. გახეხილი ყველი
  • 2 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ,კ. ორეგანო
  • 1-2 ჩ.კ. სვანური პარილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ.ჭ. ფქვილი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადება:
  • კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გახეხეთ.დაუმატეთ გახეხილი ყველი, სუნელები, და ფქვილი. აქციეთ ერთიან მასად.
  • ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, კოვზით გაანაწილეთ მასა. შეწვით ორივე მხრიდან.
მიირთვით თბილი <3

No comments:

Post a Comment