2015-10-23

სოკოსა და ქათმის სალათა

ძალიან დიდი ხანია ახალი რეცეპტი არ დამიდია, დრო ნამდვილად არ მქონდა. ამის მიუხედავად ბლოგის Facebook-ის გვერდს ლაიქები ემატება და ზოგიერთი მკითხველი კვლავ სტუმრობს გვერდს. ეს მიხარია :) დღეს მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ. მაიონეზის მოყვარული არ ვარ, მაგრამ სალათის დრესინგისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია. თქვენ მის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა რამ გამოიყენოთ.





დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.ჭ. ბრინჯი (200 მლ.-იანი ჭიქა)
  • 250 გ. ქათმის ფილე
  • 250 გ. ქამა სოკო 
  • 250 მლ. მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1/2 კონა მწვანე ხახვი
  • 1/2 კონა კამა
  • ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 2 ბულგარული წიწაკა
  • ზეთი 2 ს.კ.
მომზადება:
  • ბრინჯი 4 ჭიქა ადუღებულ, მარილიან წყალში მოი. სალხარშეთ. არ უნდა ჩაიშალოს. ბრინჯი უნდა იყოს 'ფანტია". მოხარშულ ბრინჯს დაასხით ცივი წყალი, შემდეგ კი გადაუწურეთ და ბრინჯი ჯამში მოათავსეთ.
  • ქათმის ფილე მოხარშეთ ან შეწვით (ოღონდ ძალიან ნუ გამოაშრობთ ხორცს). შემდეგ წვრილად დაწერით.
  • სოკო მოშუშეთ ზეთში. თუ დაკონსერვებულს გამოიყენებთ, მოშუშვამდე ადუღებული წყალი დაასხით და 4-5 წუთი გააჩერეთ.
  • კამა, მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა. (მე არ მქონდა და ამიტომ არ დამიმატებია).
  • ბოლოს ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეში და სალათაც მზადაა :)

No comments:

Post a Comment