ძალიან დიდი ხანია ახალი რეცეპტი არ დამიდია, დრო ნამდვილად არ მქონდა. ამის მიუხედავად ბლოგის Facebook-ის გვერდს ლაიქები ემატება და ზოგიერთი მკითხველი კვლავ სტუმრობს გვერდს. ეს მიხარია :) დღეს მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტს გთავაზობთ. მაიონეზის მოყვარული არ ვარ, მაგრამ სალათის დრესინგისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალია. თქვენ მის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა რამ გამოიყენოთ.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 2 ჩ.ჭ. ბრინჯი (200 მლ.-იანი ჭიქა)
- 250 გ. ქათმის ფილე
- 250 გ. ქამა სოკო
- 250 მლ. მაიონეზი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1/2 კონა მწვანე ხახვი
- 1/2 კონა კამა
- ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 2 ბულგარული წიწაკა
- ზეთი 2 ს.კ.
მომზადება:
- ბრინჯი 4 ჭიქა ადუღებულ, მარილიან წყალში მოი. სალხარშეთ. არ უნდა ჩაიშალოს. ბრინჯი უნდა იყოს 'ფანტია". მოხარშულ ბრინჯს დაასხით ცივი წყალი, შემდეგ კი გადაუწურეთ და ბრინჯი ჯამში მოათავსეთ.
- ქათმის ფილე მოხარშეთ ან შეწვით (ოღონდ ძალიან ნუ გამოაშრობთ ხორცს). შემდეგ წვრილად დაწერით.
- სოკო მოშუშეთ ზეთში. თუ დაკონსერვებულს გამოიყენებთ, მოშუშვამდე ადუღებული წყალი დაასხით და 4-5 წუთი გააჩერეთ.
- კამა, მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა. (მე არ მქონდა და ამიტომ არ დამიმატებია).
- ბოლოს ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეში და სალათაც მზადაა :)
No comments:
Post a Comment