ტირამისუ ცნობილი იტალიური დესერტია. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "ამიტაცე". ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვარია. მრავალი წყაროს მიხედვით მისი წარმოშობა 1960-იან წლებს უკავშირდება. ზოგიერთი მასალის მიხედვით კი პირველად მე-17 საუკუნეში მოუმზადებიათ. ტრადიციული ტირამისუს ინგრედიენტების ჩამონათვალი მცირეა: სავოიარდის ჩხირები, კვერცხის გულები, შაქარი, ყავა, მასკარპონე და კაკაო. ის არ შეიცავს ლიქიორსა და კვერცხის ცილას ჩვენი დღევანდელი რეცეპტისგან განსხვავებით.
ინგრედიენტები:
ინგრედიენტები:
- 400 გ. სავოიარდის ჩხირები
- 500 გ. მასკარპონენ (ოთახის ტემპერატურის)
- 1-2 ს.კ. ყავის ლიქიორი
- 2 ჩ.ჭ. ყავა (4 ჩ.კ. ყავა+500 მლ.წყალი)
- 5 კვერცხი
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 ს.კ. კაკაო
მომზადება:
- კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულები 1/4 ჩ,ჭ, შაქართან ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. დადგით ორთქლის აბაზანაზე და განაგრძეთ თქვეფა რამდენიმე წუთით.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი შაქარი და განაგრძეთ თქვეფა.
- მასკარპონე კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხის გულიანი მასა, კვლავ ათქვიფეთ, ბოლოს კი ბეზე დაამატეთ. ფრთხილად ამოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
- ყავას დაუმატეთ ლიქიორი და სავოიარდის ჩხირეები დაასველეთ, ძალიან ნუ დაასველებთ, თორემ ჩაიშლება. ფორმაში მოათავსეთ ჩხირები, წაუსვით ნახევარი კრემი, მოაფრქვიეთ 1 ს.კ. კაკაო და შემდეგ მეორე ფენაც ასე მოამზადეთ.
- ტირამისუ შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
No comments:
Post a Comment