კექსები ყველაზე მარტივად მოსამზადებელი დესერტებია. სჭირდება ცოტა ინგრედიენტი და ცოტა დრო. თუმცა დღევანდელი რეცეპტი ცოტა მეტ დროს საჭიროებს, მაგრამ თუ ჩვეულებრივ ფორმაში გამოაცხობთ, ეს "პრობლემაც" მოგვარდება. მე მინდოდა მაღალი ნამცხვარი გამოსულიყო და ამიტომ 1 საათზე მეტ ხანს ვაცხე, რომ კარგად გამომშრალიყო.. სხვადასხვა სანელებელის დამატებით განსხვავებული არომატი და გემო მივიღე.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1+1/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 500 მლ. მაწონი
- 100 მლ. ზეთი
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 3/4 ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 1/3 ჩ.კ. მიხაკი
- 1.8 ჩ.კ. ჯავზი (მუსკატის კაკალი)
- ვანილინი
- 2/3 ჩ.ჭ. ქიშმიში
- შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- კვერცხი, მწიკვი მარილი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
- სოდა გახსენით მაწონში და კვერცხს დაუმატეთ, ათქვიფეთ. დაუმატეთ ზეთი და ვანილიც.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი, სანელებლები აურიეთ ერთმანეთში და ჩააცერით თხევად მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში.
- გამოცხობის დრო და ტემპერატურა დამოკიდებულია ნამცხვრის საცხობ ფორმაზე. თუ ჩვეულებრივ, დიდ ფორმას გამოიყენებთ 190 გრადუსზე გამოაცხეთ 25-30 წუთი. თუ ისეთ ფორმას გამოიყენებთ როგორიც ფოტოზეა, მაშინ 170 გრადუსზე 60-70 წუთი. გამომცხვარი კექსი შეამოწმეთ ხის ჩხირით, თუ მშრალი ამოვა მზადააა..
- გაციებულ კექსს შაქრის პუდრა მოაყარეთ
No comments:
Post a Comment