2015-07-21

კენკრისა და იოგურტის მაფინები

მაფინების სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე, ამისათვის გადადით ბმულზე მაფინების რეცეპტები. დღევანდელი რეცეპტი სრულიად განსხვავებულია, ძალიან სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი. კენკრა განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ეს მაფინები ძალიან გემრიელი, ფაფუკი და ჰაეროვანია. ნამდვილად ღირს რომ მოამზადოთ.


დაგჭირდებათ:

  • 2 კვერცხი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 250 მლ. კენკრის იოგურტი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1,5/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • 1/2 ჩ,ჭ. კენკრა

  • დამატებით დაგჭირდებათ ცხიმი მაფინების ფორმებისთვის, თუ სილიკონის ფორმებში არ გამოაცხობთ.
მომზადება:
  • კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი ერთად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ იოგურტი, ზეთი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. 
  • სოდა შეურიეთ ფქვილს და კვერცხიან მასას ჩააცერით, ხელის სათქვეფით შეურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟანზე ოდნავ თხელი მასა. შემდეგ დაუმატეთ კენკრა და აურიეთ.
  • ცომი ფორმის 2/3-ში ჩაასხით. გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე. 12-15 წუთი საკმარისია.

No comments:

Post a Comment