2015-07-19

ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მსუბუქი და გემრიელი. ვერ ვიტყვი რომ ვიტამინებით მდიდარია, რადგან ბოსტნეულის კერძია, რადგან ხარშვის დროს მათი დიდი ნაწილი იშლება. თუმცა გარკვეულ რაოდენობას მაინც ინარჩუნებს და ჯანსაღ კერძად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.



დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. ბულგარული წიწაკა
  • 5 ც. სტაფილო
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • ნახევარი კონა რეჰანი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
  • 2-3 ც. პომიდორი
  • სვანური მარილი, წითელი წიწაკა, პილპილი გემოვნებით
  • ნახევარი მწვანე წიწაკა
  • ზეთი
  • 2 ჩ.ჭ. წყალი
  • 1 ჩ,კ.  შაქარი
მომზადება:
  • მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი ისე, რომ არ ჩაიშალოს.
  • სტაფილო გახეხეთ, მწვანილი წვრილად დაჭერით.
  • ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ შაქართან ერთად. დაამატეთ სტაფილო, დაჭრილი მწვანილი, სვანური მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ბრინჯი და აურიეთ, ცოტახანი განაგრძეთ მოშუშვა.
  • პომიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით, ნახევარი შიგთავსს დაუმატეთ,
  • გარეცხილ ბულგარულ წიწაკებს ამოაცალეთ თესლი და შიგთავსი ჩაუდეთ.
  • ქვაბში ჩააწყვეთ ისე, რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს. დაასხით 2 ჭ. წყალი და დარჩენილი პომიდორი დაუმატეთ. მარილი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, ბულგარული რომ მოიხარშება, ფერს შეიცვლის, მზადაა. 

No comments:

Post a Comment