დიდი ხანია არაფერი დამიდია, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. თუმცა დღეს უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს გთავაზობთ, არაქისის/მიწისთხილის კარაქის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. საკმაოდ მარტივად და სწრაფად მზადდება. არაქისის კარაქის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ, ამისთვის იხილეთ ეს ბმული არაქისის კარაქის მომზადება
ინგრედიენტები:
- 130 გ. კარაქი
- 1 ჩ.ჭ. მიწისთხილის კარაქი
- 1 კვერცხი
- 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
- ვანილინი
- 2+1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ.კ. მარილი
მომზადება:
- კარაქი და მიწისთხილის კარაქი ერთად ათქვიფეთ.
- რამდენიმე წუთში დაამატეთ შაქარი. განაგრძეთ თქვეფა.
- კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, კვერცხი და ვანილიც შეათქვიფეთ.
- ფქილი, სოდა და მარილი აურიეთ ცალკე თასში, შემდეგ კი დაამატეთ კარაქიან მასას. მოზილეთ ცომი.
- გააკეთეთ ბურთულები, დააწყვეთ ცივ საცხობ ფირფიტაზე, ხელით ოდნავ დააწექით. გამოაცხეთ 175 გრადუსზე. 10-12 წუთში მზადაა.
No comments:
Post a Comment