2015-02-08

ეკლერი

მოგესალმებით. დღესაც დესერტის რეცეპტს გთავაზობთ.ეკლერი მიეკუთვნება ფრანგულ სამზარეულოს. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ პირველად მე-18-19 საუკუნეში მოამზადა ფრანგმა შეფ-მზარეულმა. ეკლერი ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენელია ღვეზელის ოჯახის (pie family), მიირთმევენ მთელს მსოფლიოში.
ეს რეცეპტი გამოირჩევა სიმარტივით და, რა თქმა უნდა, კარგი გემოთი. კრემი განსხვავებულია, არა მოხარშული ან ნაღების, არამედ ბეზეს, რომელიც განსხვავებულადაა მომზადებული და ამის გამოც გირჩევთ რეცეპტი შეინახოთ <3


დაგჭირდებათ:
           ცომისთვის:

  • 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 3/4 ჩ.ჭ. წყალი
  • 60 გ. კარაქი
  • 3 კვერცხი
           ბეზეს კრემისთვის:


  • 3 კვერცხის ცილა
  • 3/5 ჩ.ჭ. შაქარი
  • 3/5 ჩ.ჭ. მურაბის წვენი
მინანქრისთვის:
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1+1/2 ს.კ. კაკაო
  • 5 ს.კ. ცხელი წყალი

მომზადება:
  • საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით წყალი, დაამატეთ კარაქი და დადგით საშუალო ცეცხლზე, როცა კარაქი გადნება წამოადუღეთ.
  • გადმოდგით ცეცხლიდან და ჩააცერით ფქვილი. 
  • ხის კოვზით ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, რომელიც ქვაბის კედლებს ადვილად შორდება.
  • საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი. ცომი გაანაწილეთ კოვზით, ან საკონდიტრო პარკით. ზომები სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ.
  • თავიდან აცხვეთ 220 გრადუსზდ 15 წუთი, შემდეგ 180ზე 10-15 წუთი. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს.
  • ბეზე ჩვეულებრივ ათქვიფეთ. პატარა ქვაბში შაქარი და მურაბის წვენი აურიეთ. დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ. შაქარი როცა გაიხსნება ეს ცხელი სიროფი ნელ-ნელა დაამატეთ ბეზეში. თან განუწყვეტლი თქვიფეთ. ბეზე გამოდის ჰაეროვანი და არომატული. გააციეთ.
  • ეკლერების 3/4 გაჭერით სიგანეზე და წაუსვით კრემი. 
  • მინანქრის ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში. დადგით ცეცხლზე. შაქარი მეტ-ნაკლებად რომ გაიხსნება, გადმოდგით და წაუსვით ეკლერებს.
ამ რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ შუც.




No comments:

Post a Comment