2013-02-23

კარტოფილის ღვეზელი ლორითა და პამიდვრით

ეს გემრიელი ღვეზელი რამდენიმე თვის წინ მოვამზადე და სამწუხაროდ სურათი არ შემომრჩა, მინდა რეცეპტი გაგიზიაროთ, ამიტომ სურათს ჟურნალ "გემრიელიდან" გამოვიყენებ.

საჭირო მასალა

200 გრ ლორი
500 გრ მოხარშული კარტოფილი
2 ს.კ. კარაქი
300 გრ გახეხილი ყველი + 3 ს.კ. მოსაყრელად
2 პამიდორი
4 კვერცხი
4 ს.კ. არაჟანი
3 ს.კ. ფქვილი
1 ს.კ. საფანელი
მარილი




მომზადება

მოხარშული კარტოფილი დავჭყლიტოთ, ავურიოთ 1 ს.კ. კარაქი, გახეხილი ყველი, კვერცხი, ფქვილი, მარილი და ხელით კარგად ავზილოთ. პამიდორი და ლორი თხლად დავჭრათ. ფორმას წავუსვათ ცოტა კარაქი, მოვაყაროთ საფანელი და კარტოფილის მასის ნახევარი თანაბარ ფენად მოვათავსოთ ფორმაში.

ზედ დავაწყოთ ლორი, პამიდორი და 1 ს.კ. ყველი მოვაყაროთ. ზემოდან მოვათავსოთ დანარჩენი კარტოფილის პიურე, წავუსვათ არაჟანი, მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და წინასწარ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. როდესაც ზემოდან შეიბრაწება, ღვეზელი მზადაა. შევაგრილოთ და დავჭრათ.

ღვეზელმა მთლიანობა რომ არ დაკარგოს, დავჭრათ გაგრილებული.

გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment