2013-04-15

სამარხვო ფუნთუშები

დღეს ფუნთუშების კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ, ისეთს, რომელიც მემარხულეებსაც გამოგადგებათ. მარტივად მოამზადებთ, არ სჭირდება დიდი ძალისხმევა :) ბევრს აღარ "ვილაპარაკებ" და რეცეპტზე გადავალ :)





მასალა:
5 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ს.კ. საფუარი
300 გ შაქარი (შეგიძლიათ ნაკლებიც გამოიყენოთ თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ)
100 მლ. ზეთი
1 პაკეტი ვანილინი (შაქრიანი ვანილი)
თბილი წყალი

მომზადება:
ცოტა თბილ წყალში გავხსნათ საფუარი დავაფაროთ რამე და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ ამოფუებული საფუარი, შაქარი, ზეთი, ვანილი და ბოლოს თბილი წყალი. მოვზილოთ რბილი ცომი. ჯამს გადავაფროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას. როცა აფუვდება ჩავზილოთ, კვლად დავაფაროთ ჩაის ტილო და დავაცადოთ სანამ ამოფუვდება. შემდეგ გავაკეთოთ სასურველი ფორმები, მე ნახევარი ცომით დაწნული ფუნთუშები გავაკეთე, ნახევარით ჩვეულებრივი, მრგვალი. ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. ფორმამიცემული ფუნთუშები გავაჩეროთ 20-25 წუთი, ზედ გადავუსვათ ზეთი. გამოვაცხოთ, ზემოდან რომ სასიამოვნოდ დაიბრაწება მზადაა. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან შაქრის მინანქარი გადაუსვათ.





No comments:

Post a Comment