შოკოლადის უგემრიელესი დესერტი ამ რეცეპტის მომზადების შემდეგ კვერცხის ცილა დამრჩა, მინდოდა მათი გამოყენებითაც რამე გამომეცხო, სხვადასხვა რეცეპტი ვნახე და ბოლოს ეს ავარჩიე. ძალიან მარტივია და 1 საათში ცხვება, განსხვავებით ბეზეს გამოცხობის სხვა ვარიანტებისგან. ძალიან გემრიელია, შეგიძლიათ გააფორმოთ ნამცხვრები ან პირდაპირ მიირთვათ, როგორც დესერტი.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხის ცილა
- 200 გ. შაქრის პუდრა
- 1+1/2 ს.კ. ხსნადი ყავა (დაფქული, გრანულები არა)
- ვანილინი
მომზადება:
- ცილები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ეს დაგეხმარებათ, რომ სწრაფად ამოიყვანოთ კარგი ბეზე.
- ცილები მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში და მიქსერის მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ შაქრის პუდრა ნელ-ნელა, შეათქვიფეთ დაბალი სიჩქარით.
- შემდეგ დაამატეთ ყავა და ვანილინი, ჯერ დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ, შემდეგ კი-მაღალით.
- ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ზეთი და ბეზე გაანაწილეთ.
- გამოაცხეთ 110 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. დასჭირდება 1 საათი. ღუმელშივე გააგრილეთ, ნუ გამოაღებთ კარს, რადგან შეიძლება დაიბზაროს ტემპერატურის სწრაფი ცვლილების გამო.
No comments:
Post a Comment