2014-08-29

შოკოლადი ქოქოსით

სოფელში გატარებული დრო ტყუილად არ დამიკარგავს, ყოველდღე რაღაც ახალს ვაკეთებდი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა და ბევრი კარგი, გემრიელი რეცეპტიც დამიგროვდა.
დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ :)


დაგჭირდებათ:

  • 250 გ. შოკოლადი
  • 1/3 ჩ.ჭ. ქოქოსის ფანტელები
  • 50 მლ. ნაღები


მომზადება: 

  • ქოქოსის ფანტელები  გადაიტანეთ საცხობ ფატაზე და შედგით აირღუმელში რამდენიმე წუთით, როცა ღია ყავისფერი გახდება გამოიღეთ.
  • შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ნაღები და ქოქოსის ფანტელები. კარგად აურიეთ.
  • გაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით.



No comments:

Post a Comment