სოფელში გატარებული დრო ტყუილად არ დამიკარგავს, ყოველდღე რაღაც ახალს ვაკეთებდი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა და ბევრი კარგი, გემრიელი რეცეპტიც დამიგროვდა.
დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ :)
დაგჭირდებათ:
მომზადება:
დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ :)
დაგჭირდებათ:
- 250 გ. შოკოლადი
- 1/3 ჩ.ჭ. ქოქოსის ფანტელები
- 50 მლ. ნაღები
მომზადება:
- ქოქოსის ფანტელები გადაიტანეთ საცხობ ფატაზე და შედგით აირღუმელში რამდენიმე წუთით, როცა ღია ყავისფერი გახდება გამოიღეთ.
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ნაღები და ქოქოსის ფანტელები. კარგად აურიეთ.
- გაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით.
No comments:
Post a Comment