უგემრიელესი ხაჭაპურის ვიდეო რეცეპტს გთავაზობთ, ვფიქრობ მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 1 მთლიანი კვერცხი + 2 კვერცხის ცილა
- 250 გ. გამდნარი მარგარინი
- 500 მლ. მაწონი + 1 ჩ.კ. სოდა
- 6-7 ჩ.ჭ. ფქვილი
- 600 გ. გახეხილი ყველი
- 2 კვერცხის გული (ზემოდან წასასმელად)
მომზადება:
- კვერცხი გამდნარ მარგარინთან ერთად ათქვიფეთ.
- სოდა გახსენით მაწონში და კვერცხიან მასას დაუმატეთ. კარგად შეურიეთ.
- ჩააცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. შემდეგ ჩაის ტილო გადააფარეთ და 1 საათი გააჩერეთ.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, პირველი ნაწილი გააბრტყელეთ, მოაყარეთ ყველი. მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და ზემოდან დაადეთ.
- ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
No comments:
Post a Comment