შოკოლადის და ტკბილეულის მოყვარულებო ეს დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ. <3 სუფლე მარტივად მზადდება, თან არც დიდ დროს არ მოითხოვს. რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ ამ უგემრიელესი დესერტისთვის.
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
3 ს.კ. შაქარი
120 გ. შოკოლადი
50 გ. კარაქი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
მომზადება:
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
3 ს.კ. შაქარი
120 გ. შოკოლადი
50 გ. კარაქი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
მომზადება:
- კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ.
- ცილები ავთქვიფოთ. როცა მყარ მასას მივიღებთ ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი მიქსერის დაბალი სიჩქარით.
- კვერცხის გულები ცალკე ოდნავ ავთქვიფოთ.
- შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლზე.
- გამდნარ შოკოლადს დავამატოთ კვერცხის გულები და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
- მიღებული ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ.
- გავანაწილოთ ჭიქებში (უნდა იყოს ცეცხლგამძლე) 2/3ზე, გამოცხობისას ამოფუვდება.
- გამოვაცხოთ 175°C-ზე 20-25 წუთი.
No comments:
Post a Comment