2014-05-30

დარიჩინის ხვეულები

ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია დარიჩინის ხვეულები, "cinnamon rolls". მათი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. მე ეს რეცეპტი ავარჩიე და ძალიან მომეწონა. მარტივია, ცომი შესანიშნავი გამოვიდა, საკმაოდ მოიმატა მოცულობაში. რაც შეეხება გემოს, დამიჯერეთ უგემრიელესია. სცადეთ, მოგეწონებათ. მიყევით რეცეპტს ზედმიწევნით და კარგ შედეგს მიიღებთ.



ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.ჭ. თბილი წყალი 
  • 1/2 ჩ.ჭ. ცხელი, მდუღარე რძე
  • 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1/3 ჩ.ჭ. ზეთი
  • 1,5 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხი
  • 3 1/2 – 4 ჩ.ჭ. ფქვილი



გულსართისთვის დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.ჭ. გამდნარი კარაქი
  • 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ს.კ.დარიჩინი
  • 1/2 ჩ.ჭ. ქიშმიში, თხილეული, სურვილის მიხედვით. (შეგიძლიათ არ დაამატოთ)

მომზადება:
თბილ წყალში გახსენით საფუარი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას. ცალკე კარგად ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რძე, ზეთი და მარილი. ჩააცერით 2 ჩ.ჭ. ფქვილი და შეაზილეთ ხელის სათქვეფით, შემდეგ დაამატეთ საფუვრიანი მასა და დარჩენილი ფქვილიც ჩააცერით. ცომი 5-10 წუთი ზილეთ, შემდეგ გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს. დასჭირდება 1-1,5 საათი.
შიგთავსისთვის შაქარი და დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთს. ცომი რომ აფუვდება ერთხელ გადაზილეთ, ცოტახანს გააჩერეთ. შემდეგ გააბრტყელეთ, გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი, სურვლის მიხედვით ქიშმიშიც. გადაახვიეთ და დაჭერით. დპრმას წაუსვით კარაქი და დაალაგეთ ხვეულები, 2-2 სმ-ის დაშორებით. გადააფარეთ ჩაის ტილო და ცოტახანს კვლავ დადგით ასაფუებლად, ცომი ისევ გაორმაგდება.



170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხეთ, დასჭირდება 25-30 წუთი. როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს მზადაა. შეგიძლიათ მოასხათ თეთრი მინანქარი, კარამელი...






No comments:

Post a Comment