2013-12-24

კრაბის ჩხირები ფენოვან ცომში

ამ რეცეპტის აღწერას დედაჩემის სიტყვებით დავიწყებ : "დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია".. ამ კერძმა დიდი მოწონება დაიმსახურა ოჯახში და ამიტომ, გირჩევთ აუცილებლად  მოამზადოთ, საახალწლოდ, საშობაოდ ან როცა გენებოთ. მე პირადად შობას აუცილებლად გავაკეთებ კიდევ ერთხელ.


დაგჭირდებათ:
1/2 შეკვრა ფენოვანი ცომი
1 შეკვრა კრაბის ჩხირები
1/2 ჩ.ჭ. მაიონეზი
200 გ. მდნარი ყველი
4 მწვანე ხახვი
წითელი წიწაკა (დაფქული),პილპილი და მარილი გემოვნებით
1 კვერცხის გული ათქვეფილი

მომზადება:
კრაბის ჩხირებსა და მწვანე ხახვს ვჭრით წვრილად. შიგთავსის ყველა ინგრედიენტს ვურევთ ჯამში. ვაბრტყელებთ ცომს და ვჭრით კვადრატებად. ჩაის კოვზით ვათავსებთ თითოულ კვადრატზე კრაბის მასას. ცომის 2 მხარეს ერთმანეთთან "შევაწებებთ". გადავუსვამთ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ 175 გრადუსზე 10-15წუთი.
მიირთვით თბილი, რადგან ამ დროს უგემრიელესია ))

No comments:

Post a Comment