2013-12-24

ფორთოხლისა და ვაშლის წვენი

ზამთარში, როცა ორგანიზმი ვიტამინებს კარგავს, მსგავსი ტიპის სასმელები, სმუზები და სხვა, შესანიშნავი არჩევანია დანაკარგის გარკვეულწილად შესავსებად. დღევანდელი რეცეპტი, საკმაოდ მარტივი და სწრაფია, გემო მშვენიერი, სასმელი კი რათქმაუნდა სასარგებლო.


დაგჭირდებათ:
1 ფორთოხალი
1/2 ვაშლი
1/4 ლიმონი
1 ს.კ. შაქრის პუდრა ან თაფლი

მომზადება:
წვენ საწურში ვწურავთ ხილს და ვამატებთ შაქრის პუდრას ან თაფლს. მე შაქრის პუდრა ვარჩიე. სულ ესაა :) გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment