მასალა:
1 ჭიქა რძე
2/3 ჭიქა შაქარი
450 გ. ფქვილი
1.5 ს.კ. საფუარი
1 კვერცხი
60გ. დარბილებული კარაქი
2 ს.კ. ქიშმიში
0.5 ჩ.კ. დაფქული ილი
მწიკვი მარილი
მწიკვი მიხაკი
1 კვერცხის გული+1 ს.კ. რძე ზემოდან წასასმელად.
მომზადება:
1 ს.კ. ფქვილი, საფუარი, მარილი და 1 ჩ.კ. შაქარი თბილ რძეში გავხსნათ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილს ადგილას ასაფუებლად, 15 წუთით. მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. აფუებულ მასას ფქვილიანი მასის ნახევარი შევურიოთ, შევათქვიფოთ კვერცხი(ხელის სათქვეფით), დარბილებული კარაქი და დანარჩენი მშრალი ინგრედიენტები, დავამატოთ ქიშმიშიც და მოვზილოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. კარგად ვზილოთ, ხელზე არ უნდა გვხვდებოდეს შაქრის კრისტალები. გადავაფაროთ შაქრის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლათ 2 საათით. შემდეგ დავყოთ საშუალო ზომის გუნდებათ და დავსეროთ ჯვრის ფორმებად, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და რძე. ვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ მიკროტალღურ ღუმელში 20 წუთით. საცხობ ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, ან წავუსვათ ცხიმი.
ქრისტე აღსდგა!გილოცავთ!
No comments:
Post a Comment