2013-03-08

Raffaelo

რაფაელო-თითქმის ყველასათვის საყვარელი ტკბილეულია. თუ გსურთ მისი მომზადება, შეგიძლიათ ეს რეცეპტი გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, გემო ზუსტად ანალოგიური არაა, მაგრამ საკმაოდ გემრიელ დესერტს მიიღებთ.




მასალა:
1 ქილა შესქელებული რძე

200 გ კარაქი
თხილი 1 ჭიქა
ვანილი 1 შეკვრა
ქოქოსის ფანტელი 200 გ

მომზადება:
კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შესქელებული რძე, ვანილი და თქვიფეთ. კრემისებურ
მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ქოქოსის ფანტელების ნახევარზე მეტი. კარგად აურიეთ და შედგით საყინულეში 1-2 საათი. ამასობაში მოხალეთ თხილი და კანი გააცალეთ. რაფაელო გამოიღეთ, გულში ჩაუდეთ თხილი და დაამრგვალეთ, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. შემდეგ ცოტახანი კიდევ შედგით მაცივარში.


No comments:

Post a Comment