2013-03-10
დონატები
დონატები, გემრიელი დესერტი, რომელიც პოპულარუალია მრავალ ქვეყანაში. მისი ფორმა თქვენს ნებასურვილზეა, ყველაზე პოპულარული "ბეჭდის" ფორმის და მრგვალი დონატებია. მისი შეძენეა შესაძლებელია სუპერმარკეტებში, თუმცა მომზადებაა სახლშიც მარტივია, ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ და მოაყაროთ თხილი, ქოქოსის ფანტელები, ფერადი კამფეტები ან რაც თქვენ გსურთ. რეცეპტის მიხედვით საკმაოდ ბევრი გამოდის და რამდენიმე საათი დაგჭირდებათ მოსამზადებლად, ამიტომ შეგიძლიათ ინგრედიენტები გაანახევროთ.
მასალა:
500 გ ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
2 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი
ცოტა მარილი
2 კვერცხი
250 მლ მაწონი
170 გ შაქარი
1 შეკვრა ვანილი
50 გ კარაქი
100 გ შოკოლადი (სუფთა შოკოლადი თხილის და სხვა დანამატების გარეშე)
50 გ კარაქი
ქოქოსის ფანტელები
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ. კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ სანამ მასა გაორმაგდება, გათეთრდება და შაქარი კარგად არ გაიხსენება. შედმდეგ ეს მასა შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ურიეთ. 50 გ კარაქი გაადნეთ და ცომს დაუმატეთ, ვანილი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. დიდხანს არ ზილოთ, რომ ცომი არ გამაგრდეს. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ ცომი, ორად გაყავით და გააბრტყელეთ ნხევარი სანტიმეტრის სისქეზე. ზეთი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ. ამოჭერით სასურველი ფორმები და ზეთში ორივე მხრიდან დაბრაწეთ. შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ. დონატები ჩააწეთ და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, თხილი ან რაც თქვენ გსურთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment