2013-02-06

მაფინები შესქელებული რძით

ეს არის უგემრიელესი და ჰაეროვანი მაფინები.

მასალა:
2 კვერცხი

100 გრამი არაჟანი
1 ქილა შესქელებული რძე
1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
ფქვილი, იმდენი რომ მივიღოთ კრემის სისქის ცომი





კვერცხი ავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ არაჟანი და შესქელებული რძე. შემდეგ დავამატოთ ფორთოხლის ცედრა. ბოლოს კი ფქვილი, რომელშიც გამაფხვიერებელია არეული. უნდა მივიღოთ არაჟანზე თხელი, კრემის სისქის ცომი. გავანაწილოთ ფორმებში და ვაცხოთ 20-25 წუთი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

No comments:

Post a Comment