2013-02-02

ქიშმიშიანი კექსი

საჭირო მასალა:
500 გ ფქვილი
100 გ შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
მარილი
1 ბრიკეტი საფუარი (1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი)
1/4 ლ ნელთბილი რძე
120 გ ქიშმიში
3 კვერცხი
2 კვერცხის გული
200 გ დარბილებული კარაქი
შაქრის პუდრა
1 ს.კ. კარაქი ფორმისთვის


მომზადება:
ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, შაქრიანი ვანილი და 2 მწიკვი მარილი. ცოტაოდენ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ ფქვილიან მასას  და ოდნავ მოურიეთ. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ. ცომს ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხი, კვერცხის გულები, დარჩენილი რძე და წვრილად დაჭრილი კარაქი. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში. მოზილეთ ელასტიკური ცომი, დააფარეთ და დადგით 30 წთ.
ფორმას წაუსვით ცხიმი, ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გააჩერეთ 1 სთ.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ კექსი 45 წთ. სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. გააგრილეთ, ფორმა ლანგარზე გადმოაბრუნეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.



No comments:

Post a Comment