2016-03-19

ყავის სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

   ეს ნამცხვარი შობის მარხვის დროს ახალი წლისთვის გავაკეთე. იმის შემდეგ დადება არ ვიჩქარე, რადგან მარხვა დამთავრდა და ეს რეცეპტიც არ იქნებოდა თემატური და საინტერესო ბლოგის მკითხველთათვის. ახლა კი, მარხვის პერიოდში, ვფიქრობ, გამოგადგებათ.


 დაგჭირდებათ:

        ბისკვიტითვის:

  • ხსნადი ყავა 2 ს.კ.
  • ფქვილი 400 გ.
  • 4 ს.კ. ცხელი წყალი
  • 400 მლ. მინერალური, გაზიანი წყალი.
  • 100 მლ. ზეთი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 200 გ. შაქარი.
  • 50 გ. ნიგოზი
        
        კრემისთვის:
  • ნახევარი ლიტრი წყალი
  • 12 ს.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. ფქვილი.
  • 1 ს.კ. ხსნადი ყავა
  • 50 გ. მარგარინი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი იგივე ვანილინი
  • მწიკვი მარილი
100 გ. დაჭრილი ნიგოზი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება:
  • ყავა გახსენით ცხელ წყალში და გააციეთ. შემდეგ დაუმატეთ მინერალური წყალი და ზეთი.
  • ცალკე თასში ჩაცერით ფქვილი, დაამატეთ სოდა, შაქარი და 50 გ. გატარებული ნიგოზი. აურიეთ.
  • მშრალ ინგრედიენტებში ნელ-ნელა ჩაასხით ყავიანი მასა და ხელის სათქვეფით ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. 
  • 28 სმ. დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი და ცომის მესამედი გადაიტანეთ. ცომისგან უნდა გამოაცხოთ 3 ფირფიტა. 
  • გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე. დასჭირდება დაახლოებით 10 წუთი. შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა, მზადაა. ასევე გამოაცხვეთ დარჩენილი ცომიც.
  • კრემის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, ყავა, მარილი და ნელ-ნელა დაამათეთ წყალი. თან ხელის სათქვეფით განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. დადგით დაბალ ცეცხლზე და მორევა გააგრძელეთ. როცა მასა შესქელდება და ადუღდება, გადმოდგით და გააციეთ. გაციებულს შეათქვიფეთ მარგარინი.
  • ფენებზე თანაბრად გაანაწილეთ კრემი, ზემოდან მორთეთ საშუალო ზომებად დაჭრილი ნიგვზით, ასევე შეგიძლიათ კაკაოც მოაყაროთ.

No comments:

Post a Comment