2015-08-24

მაყვლისა და ჟოლოს ხვეულები

ხვეულები ან ფუნთუშები, რაც გინდათ ის უწოდეთ, ძალიან არომატული და გემრიელია. კარგია საუზმისთვის ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუმცა დესერტადაც შეგიძლიათ მიირთვათ. მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია ცომი არ გაგიცივდეთ, რომ გაფუვდეს.


დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ.ჭ. წყალი
  •  60 გ. მარგარინი ან სამარხვო კარაქი
  •  1/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • 3 ჩ.ჭ. ფქვილი
  •  2+1/4 ჩ.კ. საფუარი
  • მწიკვი მარილი
  •  2 ს.კ. ცივი წყალი
  •  3/4 ჩ.ჭ ჟოლო და მაყვალი
  • 5 ს.კ. შაქარი

მომზადება:

  • წყალი, კარაქი/მარგარინი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. როცა კარაქი და შაქარი გადნება და წყალი გათბება, ისე რომ ხელს ოდნავ წვავდეს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი, მარილი და საფუარი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ სითხე დაასხით, დაამატეთ 2 ს.კ. წყალით და მოზილეთ ცომი, შემდეგ დარჩენილი ფქვილიც დაამატეთ. შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაგჭირდეთ, დაახლოები ნახევარი ჩაის ჭიქა. ცომს დააფარეთ ჩაის ტილო და 1 საათი დადგით ასაფუებლად.
  • ჟოლო და მაყვალი შაქართან ერთად დააბლენდერეთ.
  • გაფუებული ცომი გააბრტყელეთ დაახლოები 1 სანტიმეტრ სისქეზე, გაანაწილეთ კენკრის შიგთავსი, გადაახვიეთ და 3-4 სანტიმეტრის ნაჭრებად დაჭერით.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ხვეულები გაანაწილეთ ისე, რომ მათ შორის 2-3 სანტიმეტრი დაშორება იყოს.
  • გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. სჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი.





შიგთავსად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი, დარიჩინი, შაქარი და ქიშიმიში. ამისთვის იხილეთ ლინკი დარიჩინის ხვეულები. შედეგი კი ასეთი იქნება <3




No comments:

Post a Comment