2015-07-12

ბრუსკეტა-გემრიელი საუზმე

ბრუსკეტა იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. მისი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. ერთ-ერთ ვარიანტს დღეს გთავაზობთ. ძალიან სწრაფად კეთდება და სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ძალიან გემრიელია. აუცილებლად მოამზადეთ, თქვენს ოჯახის წევრებს მოეწონებათ <3


დაგჭირდებათ:

  • 1 პური
  • 3 საშუალო ზომის პომიდორი
  • 150 გ. გახეხილი ყველი
  • 8-10 რეჰანის ფოთოლი
  • ზეთი 
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი
მომზადება:
  • პომიდორი  კუბიკებად, რეჰანი კი წვრილად დაჭერით და ერთად მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცოტა ზეთი მოასხით. კარგად აურიეთ და გადადგით გვერდით.
  • პური თხლად დაჭერით. წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. (თუ ყველი საკმარისად მარილიანია, მხოლოდ პილპილი). დააწყვეთ საცხობ ტაფაზე და შედგით აირღუმელში 200 გრადუსზე 5-10 წუთით,
  • შემდეგ გამოიღეთ, წაუსვით ნიორი (შუაზე გაჭრილი). 
  • მოაყარეთ ყველი და შედგით კვლავ აირღუმელში. როცა ყველი გადნება გამოიღეთ და მოაყარეთ წინასწარ გამზადებული პომიდორი. მზადაა, გემრიელად მიირთვით  <3

No comments:

Post a Comment