ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიდია.. დღეს ძალიან მარტივი სალათის რეცეპტს გთავაზობთ. რამდენიმე წუთში, რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მოამზადოთ. ჯანსაღია, დაბალკალორიული, თუმცა ამავდროულად ნოყიერიც.. შესანიშნავია ამ პერიოდისთვის.
- ისპანახი, სალათის ფოთლებივით ხელით "დახიეთ"
- ცოტა ტარხუნა, ღეროს გარეშე
- მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
- მაგარი ყველი, კუბიკებად დაჭრილი
- კუბიკებად დაჭრილი ბოლოკი
- მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი
- ყველა ეს ინგრედიენთი აურიეთ და სალათიც მზადაა :)
No comments:
Post a Comment