2014-12-06

მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო

შობის მარხვის დღეებია და მინდა ერთი ძალიან კარგი რეცეპტი გაგიზიაროთ. ჩვენი ორგანიზმისთვის ცილა უმნიშვნელოვანესი ორგანული ნივთიერებაა. რადგან მარხვის პერიოდში ცხოველურ ცილას ვერ ვიღებთ, ამიტომ აუცილებელია მცენარეულით შევცვალოთ. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ცილით, ასევე სხვადასხვა მინერალითა თუ ვიტამინით. მოკლედ, ეს კერძი არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. გირჩევთ მოამზადოთ. ბევრ დროს არ წაგართმევთ.


ინგრედიენტები:
2 თავი საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
3 ცალი სტაფილო
2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
2 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
უცხო სუნელი 1+1/2 ჩ.კ.
მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით.
ზეთი
ცოტა შაქარი

მომზადება:

  • კომბოსტოს მოვაცალოთ ყვავილები, გავრეხოთ და რამდენიმე წუთი მოვათავსოთ ადუღებულ მარილიან წყალში.
  • გავხეხოთ სტაფილო. ბუგარული წიწაკა დავჭრათ საშუალო სირძის, თხელ ნაჭრებად.
  • ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და რამდენიმე წუთში ჩავამატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოვაყაროთ ცოტა შაქარი და მოვთუშოთ. როცა კარამელიზირდება დავამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. კარგად ავურიოთ და დავაფაროთ თავსახური. 
  • რამდენიმე წუთი ასე დავტოვოთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და უცხო სუნელი. კარგად ავურიოთ და რამდენიმე წუთში მზადაა.






No comments:

Post a Comment