2014-08-25

ბოსტნეულის სალათა

ზაფხულში სალათებს ვერაფერი შეედრება. მსუბუქი და დაბალკალორიული კერძებით შეავსეთ დღის მენიუ. სალათებს დრესინგად არ დაამატოთ მაიონეზი, მის მაგივრად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მოძებნეთ სხვადასხვა რეცეპტი მარტივი, ჯანსაღი და დაბალკალორიული დრესინგისთვის.
ეს სალათა საკმაოდ მარტივია, თანაც ჯანსაღი. ვფიქრობ მოგეწონებათ.


ინგრედიენტები:
2 ჩ.ჭ. მოხარშული ლობიო
1 ჩ.ჭ. მოხარშული სიმინდი
2 საშუალო ზომის პომიდორი
1 პატარა თავი ხახვი
ნახევარი კონა ოხრახუში
მარილი
პილპილი
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება: 
პომიდორი და ხახვი კუბიკებად დაჭერით. წვრილად დაჭერით ოხრახუში. სიმინდი, ლობიო, პომიდორი, ხახვი და ოხრახუში ერთად მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად აურიეთ. სალათაც მზადაა.

No comments:

Post a Comment