ზაფხულში გემრიელი და არომატული დესერტის მომზადება ძალიან მარტივია. სხვადასხვა კექსის ცომს დაამატეთ საყვარელი ხილი და სულ რაღაც 1 საათში უგემრიელესი დესერტიც მზად იქნება. ეს კექსი საკმაოდ ადვილად მზადდება და უგემრიელესია, მარწყვის სურნელი გამოცხობისას უკვე იგრნობა.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. რძე
- 3/4 ჩ.ჭ. ზეთი
- მწიკვი მარილი
- ვანილი
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 200 გ. მარწყვი
- 200 გ. ალუბალი (კურკა გამოცლილი)
მომზადება:
- კვერცხი მწიკვ მარილთნ ერთად ოდნავ ათქვიფეთ, შემდეგ შეათქვიფეთ შაქარი. რძე და ზეთი. დამატეთ ვანილი.
- ფქვილი და სოდა ჩააცერით, ხელის სათქვეფით კარგად შეურიეთ. ცომი გამოდის თხელი.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.. გადაიტანეთ ცომი. შემდეგ დაამატეთ ხილი. მარწყვი მე დავჭერი.
- გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი
No comments:
Post a Comment