2014-01-06

ბანანისა და ანანასის სმუზი

სმუზი არის დაბლენდერებული სასმელი, რომელიც შეიცავს ახალ ხილს, ასევე  გვხვდება შოკოლადისა და არაქისის კარაქის შემადგენლობის სმუზები. ხშირად ამატებენ  ყინულს, გაყინულ ხილს, თაფლსა და სხვადასხვა სიროფს. ისინი გვანან მილქშეიკებს, ასევე შეიძლება შეიცავდნენ რძეს, იოგურტსა და ნაყინს.
სმუზები ძალიან სასარგებლოა, მათი შემადგენლობიდან ეს კარგად ჩანს, ხშირად მიირთმევენ საუზმეზე, ხილთან ერთად.


ინგრედიენტები:
1 1/2 ჩ.ჭ. ანანასი
1 ბანანი
1/2 ჩ.ჭ. ანანასის წვენი ან წყალი
1/2 ჩ.ჭ. ყინული
1/2 ჩ.ჭ. იოგურტი

მომზდება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ რამდენიმე წუთი.

No comments:

Post a Comment