2013-08-19

ყაბაყის ოლადები

რამდენიმე დღეა რაც მარიამობის მარხვა დაიწყო და მე არცერთი რეფეპტი აღარ დამიმატებია ამ კატეგორიაში და საერთოდ ბლოგზე. ყაბაყის ოლადები საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია და ვფიქრობ მემარხულეებს მოგეწონებათ.



მასალა:
4 საშუალო ყაბაყი
6 კბილი ნიორი
მარილი
წითელი წიწაკა
1 ჩ.ჭ. ფქვილი
2 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
ფაფქული ქინძი გემოვნებით
ზეთი

მომზადება:
ყაბაყი გარეცხეთ, გათალეთ, ამოაჭერით შუა გული და გახეხეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, ქინძით.ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კარტოფილის სახამებელი, კარგად აურიეთ.შეწვიტ ზეთ დასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

No comments:

Post a Comment